"ეს საქმეს არ მოიტანს..." - პრემიერის პასუხი, თუ რატომ არ არიან რუსეთის მოქალაქეები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში
პოლიტიკა - 13:30, 31 May, 2019     799

პარლამენტში პრემიერს მამუკა ბახტაძეს უსმენენ.

"ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ პრემიერს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე კითხვები დაუსვა.

კაპანაძეს აინტერესებდა, რუსეთის ფედერაციის რამდენი
მოქალაქე შეიყვანეს და თუ არ შეუყვანიათ, რატომ.

"2018 წლის ივნისში მივიღეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ხვალ იწყება 2019 წლის ივნისი. თქვენი ციტატაა, რომ ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი მოხვდება. ასევე თქვენი ციტატაა, რომ არამხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ ამ სიაში შევლენ ის ადამიანები, ვინც დამნაშავეებს ხელი დააფარა. თქვენ ასევე ამბობდით, რომ მათ შორის იქნებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც. მინდა კონკრეტული პასუხი კითხვაზე - რუსეთის ფედერაციის რამდენი მოქალაქე, საოკუპაციო რეჟიმის წევრი შეიყვანეთ ბოლო ერთ წელიწადში ამ სიაში?! კონკრეტულად, სახელები და გვარები?! თუ არ შეგიყვანიათ, რატომ? იმიტომ, რომ არ ასრულებს მთავრობა ჯეროვნად თავის მოვალეობას, თუ იმიტომ, რომ არ მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შესაყვანი არიან ამ სიაში"- მიმართა კაპანაძემ პრემიერს.

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა განმარტა, რომ მომავალში შესაძლოა, მოხდეს სიის გაფართოება.

“ამ სიაში ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული. ვისი მოქალაქეა რა მნიშვნელობა აქვს? თუ მას აქვს სასტიკი დანაშაული ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ის უნდა იყოს შესული, ამიტომ მოქალაქეობას თავი დავანებოთ. ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ეს აქვს გაკეთებული, უნდა შევიდეს. სტანდარტი მსჯავრდებულის ან ბრალდებულის უნდა იყოს ძალიან მაღალი. რატომ, რისთვის გვინდა, რომ გული მოვიფხანოთ პოლიტიკურად და რეალურად მერე იმპლემენტაციის საშუალება არ მივცეთ ჩვენს მეგობრებს? ჩვენ ხომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს ამის რეალურ ცხოვრებაში გატარება?... თუ გულის მოფხანა გვინდა, უბრალოდ ჩავწეროთ და მერე არაფერი მოხდეს, ეს საქმეს არ მოიტანს. ჩვენ გვინდა კონკრეტული შედეგისთვის" - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42