ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციას“ ავტორი და წამყვანი ლევან თორია აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოძიება გაყალბებულია.
ჟურნალიუსტი დღეს ზუგდიდის პროკურატურაში იმყოფებოდა და ზუგდიდში, დადიანების ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურისგან მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვა.
როგორც თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა საქმეზე გამოძიება არა ძალადობის, არამედ ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით უნდა დაწყებულიყო.
„ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის გამოძიება. მე მოვუწოდებ სახალო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ“,- აღნიშნა თორიამ.
ჟურნალისტის ინფორმაციით, დადიანების ეზოში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული გელა კვარაცხელია პოლიციის მიერ არის ნაცემი და ამ ფაქტს პოლიცია საწინააღმდეგოდ იყენებს.
„დაკავებული ციხეში პოლიციელებმა სცემეს და ახლა აპირებენ, რომ სახეზე დაზიანება მე მომაწერონ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მხრიდან არანაირი დაზიანება არ აღენიშნება"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






