ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ქობულია მალე დასაკითხი გახდება.
„ფოთის ახალი „ღრმაწყლოვანი“ პორტის მშენებლობისათვის მიწების გამოყოფის საკითხი ეკონომიკის სამინისტროში მისი მოსვლის დროიდან იხილებოდა თურმე და როგორ მოხდა, რომ მისი წასვლიდან მალევე ”ტექნიკური შეცდომის” წყალობით, ამ ბლეფ პროექტს, რომელიც ანაკლიის ჩასაძირად იყო შეთითხნილი, ვიღაც ჩინოვნიკმა მწვანე აუნთო? ან მის დროს იყო თანხმობა გადაწყვეტილი, ან მისი მოხსნით ისარგებლეს.
დეტალებზე არ ვისაუბრებო, განაცხადა პარლამენტში „გამოსამშვიდობებელი“ შეხვედრისას. პასუხისმგებლიანი პირები სწორედაც რომ დეტალებზე უნდა საუბრობდნენ.
მოუწევს!“ - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალი პორტის მშენებლობის სკანდალთა დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






