„ნაციონალურ მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, არსებობენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ჩინოვნიკები, რომლებიც ჩართულები არიან კორუფციაში თუმცა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იწყება. ამ შემთხვევაში კი თინა ბოკუჩავას თქმით ხელისუფლება იმის დემონსტრირებას ცდილობს თითქოს ის კორუფციას ებრძვის.
„არსებობს ჩინოვნიკების მთელი კლასი რომლებიც დაახლოებული არიან პირადად ივანიშვილთან, ჩართული არიან კორუფციაში მაგრამ მათ გააჩნიათ სრული ხელშეუხებლობა. ასეთი იზოლირებული თავდასხმები კონკრეტულ ჩინოვნიკებზე ვითომ და სისტემური კორუფციის წინააღმდეგ რა თქმა უნდა ქართული ოცნება ვერ მოიშორებს იმ ეტიკეტს, რომ დიახ, სწორედ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ჩინოვნიკების კლასი განაგებენ ძალიან დიდ ბიუჯეტურ სახსრებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პირადი ფინანსური სარგებლისთვის,“-განაცახადა თინა ბოკუჩავამ.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებემ, რომ მსგავს სპეცოპერაციებს ოცნების ხელისუფლებაში ყოველთვის აქვს კონკრეტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს შესაძლოა ადგილების გამოთავისუფლება იყოს.„კორუფცია არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი. ხელისუფლებაში არის ტოტალური კორუფცია როგორც რეგიონში ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში და კონკრეტული დაკავებები ხდება მას შემდეგ, რაც მაღალი თანამდებობის პირი არის გადაყენებული, მას ცვლის კლანი და ახალ უფროსობას სურს ჩაანაცვლოს თავისი ადამიანებით ძველი ადამიანები,"-განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






