ივანიშვილ-ჩხარტიშვილის ინტერესები ანაკლიისა და ფოთის პორტში საქმეში - "ეს ტექნიკური შეცდომა არ ყოფილა, ამ კლანს ღრმად აქვს ფესვები გადგმული ბიუროკრტიაში"
პოლიტიკა - 19:47, 30 May, 2019     1302
"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ანალიისა და ფოთის პორტებთან დაკავშირებით შექმნილ სახელისუფლებო კრიზისს ეხმაურება.

ოპოზიციონერის თქმით, ანაკლიის და ფოთის პორტების საქმეში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები იკვეთება და ფოთის პორტისთვის ნებართვის გაცემა ტექნიკური შეცდომა არ ყოფილა და მის უკან ბიძინა ივანიშვილი და ჩხარტიშვილი დგანან:

"ვფიქრობ, რომ ვანო ჩხარტიშვილი უშუალოდ არის დაკავშირებული ფოთის პორტის ამბებთან და ის არსებული ფოთის პორტის გაფართოებას ლობირებს.

თავიდანვე, როდესაც კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლის შესახებ საზოგადოება ალაპარაკდა, რეალურ მოტივად დასახელდა ის უთანხმოება, რაც მთავრობაში არსებობდა ვანო ჩხარტიშვილის დაჯგუფებასა და იმ ხალხს შორის, ვისაც მიაჩნდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა შედგეს და განხორციელდეს. როგორც მომდევნო მოვლენებმა გვაჩვენა, როგორც კვირიკაშვილის წასვლამ ხელისუფლებიდან, ისე მამუკა ხაზარაძის, ანუ ანაკლიის კონსორციუმის თავს გადახდენილმა მოვლენებმა კარგად აჩვენა, რომ მართლაც, ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭირა ჩხარტიშვილს და მხარი დაუჭირა იმ ადამიანებს, რომლებიც ლობირებენ ფოთის პორტს.

შესაბამისად, ეს ბოლო ეპიზოდიც გაგრძელებაა ამ ისტორიის და კარგად აჩვენებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაცა ქვეუწყების ხელმძღვანელის დონეზე დაშვებული ტექნიკური შეცდომა ეს არ არის. აქ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის და ვანო ჩხარტიშვილის კლანს ღრმად აქვთ ფესვები გადგმული ბიუროკრატიაში"- აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42