ნათია მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“ კანონპროექტზე - „ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება... ამ ტიპის ქმედებები უნდა დავსაჯოთ“
პოლიტიკა - 18:57, 30 May, 2019     686

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „ქუჩური გარჩევის“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში, რომელიც ამჟამად მესამე მოსმენით გავიდა. ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა და დეპუტატების, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

„საკითხი დგას ძალიან მარტივად და აქ უბრალოდ არის ღირებულებების თემა, რაშიც როგორც ჩანს არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გარკვეულ დეპუტატებს შორის, ბუნებრივია ყველას არ ვეხები. საუბარია იმაზე, გვინდა თუ არა, რომ ე.წ. „ქუჩური გარჩევები“ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, რაც საკმაოდ ხშირია პრაქტიკაში და რასაც თან ახლავს ძალადობა, ძალადობის მუქარა, იძულება და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ძალოვანი უწყების პასუხი არის ძალიან მარტივი. გვინდა, რომ დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით, გასაგებია, რომ ამაში ზოგი დეპუტატი არ გვეთანხმება, თუმცა პარლამენტია, ვიხილავთ, განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება და ამაში პრობლემას ვერავინ ვხედავთ.

ამ ქმედების კრიმინალიზაციასა და ჰუმანური პოლიტიკისგან ნაბიჯის უკან გადადგმას შორის, არანაირი კავშირი არ არსებობს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე ვთქვით, რომ გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ჰუმანურ პოლიტიკას. აქ სიმკაცრესა და ჰუმანურობას შორის სხვაობაა და ეს ორი ცნება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ჰუმანური პოლიტიკის განხორციელებისგან ჩვენ არ გადაგვიხვევია. აქ საუბარია იმაზე, დავსაჯოთ თუ არა სისხლის სამართლის წესით გარკვეული ქმედება, რომელიც დღეს გამოწვევას წარმოადგენს.

ფაქტია, რომ ეს გამოწვევაა. სტატისტიკა, პრაქტიკა და მაგალითები, რომლებიც პრაქტიკაში არაერთი გვქონია, თუნდაც გასული წლის განმავლობაში, ამის საჭიროებას ადასტურებს. მარტივი საკითხია, გვინდა თუ არა, რომ ეს სისხლის სამართლის წესით დავსაჯოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს. ის კანონები, რომლებიც გასულ წელს მივიღეთ მანდატურებთან დაკავშირებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვა- შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიბაროთ, მოვალთ და წარმოგიდგენთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, გნებავთ კომიტეტის ფორმატში, პარლამენტის მიერ მხარდაჭერამ პრაქტიკაში როგორი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. ამიტომ, რადგან ამ კანონს პრინციპების დონეზე ვიხილავთ, ეს საკითხი უნდა იქნეს მხარდაჭერილი. იმიტომ, რომ საკითხი ძალიან მარტივია, ამ ტიპის ქმედებები უნდა დავსაჯოთ.“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42