გაფლანგული მილიონები და დაკავებულები მაღალჩინოსნები ბათუმში - "კონვენტ ჯორჯიამ" ტენდერი ბათუმის გარდა თბილისშიც მოიგო
პოლიტიკა - 18:31, 30 May, 2019     1119
აზერბაიჯანული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“, რომლისთვის გადარიცხული მილიონ ნახევარი ლარის გამო დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები დააკავეს, მხოლოდ ბათუმში, იაფი სახლის პროექტში არ ფიგურირებს.

რამდენიმე კვირის წინ „შაბათის კურიერმა“ ჩაწერა ინტერვიუ ამ კომპანიის მფლობელთან. ანარ ალექბეროვი ამბობს, რომ ტენდერების მოგების სანაცვლოდ ქართველ მაღალჩინოსნებს ის ქრთამს აძლევდა.

საქმე ეხება თბილისში ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობას. „კონვენტ ჯორჯიამ“ ეს ტენდერიც მოიგო, თუმცა ვალდებულებები აქაც არ შეასრულა, წინასწარ ჩარიცხული მილიონობით ლარიდან კი წილი, როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ყოფილ შეფს ირაკლი შიხიაშვილს მისცა.

„ტენდერის მოგებიდან მალევე დეპარტამენტიდან მომიგზავნეს ადამიანი და გვითხრეს,რომ დაგვეხმარებოდნენ, ჩვენ კი 100 ათასი უნდა მიგვეცა ხელმძღვანელისთვის, ირაკლი შიხიაშვილისთვის. გვქონდა შეხვედრა მის მოადგილე დავითთანაც. მასაც ვკითხე, რაში უნდა დაგვხმარებოდნენ ან რაში უნდა გადაგვეხადა თანხა. მითხრეს, რომ მე არ ვიცოდი ბევრი რამ, რომ ქართველი არ ვიყავი და არ ვიცნობდი ქართულ კანონებს.

ვუპასუხე, რომ შეიძლება არ ვიცოდი ბევრი კანონი, მაგრამ მყავდა იურისტი ბუღალტერი და ყველაფერი ოფიციალურად ხდებოდა, შემდეგი შეხვედრის დროს კი უკვე თანხის მოთხოვნა დაიწყეს. გვყავდა შუამავალიც, ეტაპობრივად ჯამში მატ 70 ათასი, 80 ათასი ლარი გავუგზავნე.

ერთხელ კი შიხიაშვილის მოადგილემ პირადადაც მითხრა,რომ სასწრაფოდ უნდა მიმეცა 2800 ლარი, მივეცი და ვუთხარი, რომ საკმარისი იყო, ჩვენ ვმუშაობდით, ისინი კი სულ ფულს ითხოვდნენ და ხელს მიშლიდნენ.

იყო შემთხვევა, როდესაც მე მათ ფული თბილისის ცენტრში „რედისონის“ წინ გადავეცი. საერთოდ თანხა კი რომელიც მე ირაკლი შიხიაშვილს გავუგზავნე 78 ათასი ლარი, ან შეიძლება ცოტა მეტიც იყო,“- აცხადებდა კომპანია "კონვენტ ჯორჯიას" მფლობელი ანარ ალექბეროვი „შაბათის კურიერთან“ ინტერვიუში.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42