„ეკონომიკის სამინისტრო კერძო ინტერესების კორპორაციაა, მინისტრების 90%-ს კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარების დავალება აქვთ“ - ჭიჭინაძე ფოთის პორტის სკანდალზე
პოლიტიკა - 15:56, 30 May, 2019     974

ფოთის პორტის სკანდალში ისნის რაიონის მაჟორიტარი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მინისტრის პასუხისმგებლობას ხედავს.

„თუ ამ ქვეყანაში ყველა დეპარტამენტის უფროსს თავისი ინტერესი აქვს და მინისტრი ვერ აკონტროლებს, ეს მინისტრის ბრალია. ეკონომიკის სამინისტრო სამინისტრო კი არა, არამედ კერძო ინტერესების კორპორაციაა, სადაც საქმიანობა მხოლოდ კერძო ინტერესებით ხდება და არ ხდება სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ამის ნათელი დასტური ისაა, რომ 2 მაისს გაცემული ბრძანება მინისტრისთვის ხელმისაწვდომი ახლა აღმოჩნდა,“- აცხადებს ჭიჭინაძე.

რაც შეეხება ფოთის პორტს, ჭიჭინაძის თქმით, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო გაცხადებული, რომ ფოთის პორტში უნდა აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი. შემდეგ კი გაჩნდა ანაკლია.

„ისეთი შთაბეჭდილება მექმბება, რომ ყველანაირი მცდელობა მიდის, რათა ანაკლიის პორტი არ აშენდეს. წარმოიდგინეთ ინვესტორების მდგომარეობა, რომლებსაც 21 მაისს ხვდებიან და, თურმე, 2 მაისს არის გადაწყვეტილება მიღებული და ამას უმალავენ. ამით, როგორც საინვესტიციო ქვეყანა, საკუთარ თავს თვითლიკვიდაციას ვუკეთებთ, რადგან ნებისმიერ ინვესტორს სტაბილურობა და გარანტიები სჭირდება. ჩვენ კი გადაწყვეტილებებში სტაბილურები არ ვართ და ისე ჩანს, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ მთავრობამ უკან დაიხია“, - აცხადებს დავით ჭიჭნაძე.

მისივე თქმით, ნათია თურნავას „მსგავსი მინისტრები ჩვენს მინისტრთა კაბინეტში, პრაქტიკულად, 90 პროცენტია და მათ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარების დავალება აქვთ.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42