როგორ მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები
პოლიტიკა - 14:51, 30 May, 2019     696

თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების საწყის პროცესს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

თბილისის მერის განცხადებით, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციას. მისივე თქმით, მიწისქვეშა ქსელის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველი ეტაპის სამუშაოები უცხოელი ექსპერტების უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდება.

„დღეს ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დავიწყეთ, რაც წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემის გამართვას გულისხმობს. ამასთან, ელექტროსადენები, რომლებიც ჰაერშია გადმოკიდებული, ჩავა მიწის ქვემოთ. კომუნიკაცია, განვითარებული ქალაქების მსგავსად, მთლიანად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იქნება. მოძრაობა შეზღუდულია ვარაზის ხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე. არსებობს ალტერნატიული მარშრუტი, რომლის მიხედვითაც, მძღოლებს გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ კეკელიძის ქუჩის გავლით.

პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რეალურად არავის იცის მიწის ქვეშ არსებული ქსელის მდგომარეობა. ერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ ძალიან დაზიანებულია, რადგან გზა გარკვეულ მონაკვეთებზე ვარდება და მიწა ირეცხება. ეს არ ხდება მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე, იგივე მდგომარეობა გვაქვს მელიქიშვილზეც, სადაც ადრე ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მიწა მთლიანად ჩავარდა. იგივე საშიშროება აქვს ჭავჭავაძის გამზირს. როგორც გვეუბნებიან, მილები, რომლებიც უნდა გამოიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების გარეშე მსგავსი მასშტაბის რეაბილიტაცია შეუძლებელია. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციას, რომელიც გზებზე მოძრაობას აწესრიგებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლას მთლიანად უზრუნველყოფს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რისთვისაც 3-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება. სარეაბილიტაციო არეალში, რომელიც 2.5 კილომეტრს მოიცავს, შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ბორდიურები, ხოლო ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის; გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა; დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ხოლო ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. რაც შეეხება ნაგავშემკრებ კონტეინერებს, ისინი პირველად განთავსდება მიწისქვეშ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია და პარლამენტისა და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42