ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას, რომ ანაკლიის პროექტი საფრთხეშია, ეხმაურება.
„რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმის და ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სამწუხაროდ არაერთხელ გვაქვს ნანახი მისი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები და ცოტა ნაჩქარევიც. ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, მთელ სამთავრობო სტრუქტურებს. მათ შორის, ამ პროექტისთვის არის შექმნილი უნიკალური პირობები, არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, ამ პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებას, 100 მილიონის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას“, - აცხადებს ცქიტიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






