„ვინც ეს დოკუმენტი გასცა, არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რომ ანაკლიის პროექტს აფეთქებდა“ - ექსპერტები სამთავრობო სკანდალზე
პოლიტიკა - 13:21, 30 May, 2019     1019
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ეხმაურება და ამბობს, რომ არ შეიძლებოდა მას, ვინც ეს დოკუმენტი გასცა, არ სცოდნოდა, რომ ამ დოკუმენტით ანაკლიის პროექტს ააფეთქებდა.

„დაეცდიათ ამათთვის, რომ ინვესტორები შემოეკრიბათ, ფინანსური პაკეტი შეეკრათ და მერე გამოეცხადებინათ. რატომ გახდა საჭირო ფოთის პორტზე ამ ნებართვის გაცემა ზუსტად იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დასრულებულიყო ანაკლიის ფინანსური პაკეტის შეკვრა,“-ამბობს ხუხაშვილი.

საგამომცემლო სახლის „Forbes Georgia“-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გასცა და რომელიც ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვას გულისხმობდა, ანაკლიის პორტის მნიშვნელობას ანულებდა.

„ეკონომიკური დასაბუთება ორი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის შესახებ ფაქტობრივად არ არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებას როცა მართავ მხარესთან და მეორე ხელით აკეთებ და იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულად შეიყვანს ჩიხში ანაკლიის თემას, ვერ წარმომიდგენია აქ როგორ შეიძლება რაიმე სწორად დალაგდეს,“- აცხადებს გიორგი ისაკაძე.

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მან ნებართვის გამცემი სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა სწორია, თუმცა გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაცია არ არსებობს.

შეგახსენებთ, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს გაუქმებულია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42