"გლობალურ ტენდენციებთან ერთად, ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში, უნდა შემოვიტანოთ მეტი რეგიონული აქცენტი" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 13:23, 30 May, 2019     679

„ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მეტი ინკლუზიურობა - როცა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულია ყველა და დოვლათს ქმნის ყველასთვის, თითოეული ოჯახისთვის. ამას, პირველ რიგში, უნდა მივაღწიოთ იმით, რომ ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში შემოვიტანოთ მეტი რეგიონული აქცენტი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთში, წინანდალში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ორიენტირებულია გლობალურ ტენდენციებზე, მაგრამ, ამავდროულად, მეტად იქნება გამოკვეთილი ჩვენი რეგიონების სიმდიდრე, მათი პოტენციალი და კონკრეტული რეგიონებისთვის მეტი პროექტების პორტფელები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე.

„ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ კონკრეტული პროექტიდან მიღებული სიკეთეების შექმნასა და გადანაწილებაში, გავზარდოთ დასაქმება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას. ამ თვალსაზრისით კახეთი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. აქ შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი დარგი, რომელიც არ უნდა დავასახელოთ, თუმცა, არის კონკრეტული დარგები, სადაც უკვე დაწყებულია ახალი პროექტები და ჩვენგან ჭირდებათ მცირედი ხელშეწყობა მეტი განვითარებისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავა კახეთში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში „კახეთი 2019" მონაწილეობს, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42