„ყველაზე საგანგაშო, რაც გუშინ მოვისმინეთ, არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადება, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა გადააჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ მან დაადასტურა, რომ ლარის ეს რყევა გადაიზრდება ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე. საბანკო რეგულაციებით კობა გვენეტაძემ უკვე შეზღუდა ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ახლა ის უფრთხის მონეტარული განაკვეთის გაზრდას, რომ კიდევ უფრო არ შეამციროს ეკონომიკური ზრდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ რაც მეტია რეგულაცია მით უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდაა და უფრო სუსტია ლარი და უფრო მაღალია ფასების ზრდა შესაბამისად და გამოსავალი ამიტომაც არის დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები,“-განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.
რომან გოცირიძე ხელისუფლებას დაუყოვნებლივი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„ლარის კურსმა მიიღო ძალიან სახიფათო ხასიათი. არის სერიოზული გულობრყვილობა, რომ ეს რაღაც საგარეო ფაქტორებს გადავაბრალოთ. დამნაშავე არის საბიუჯეტო პოლიტიკაც, ფინანსური პოლიტიკა, მთავრობის ის პოლიტიკა რომელსაც იგი აწარმოებდა, ასევე ეროვნული ბანკის შეცდომები, რომელიც მას მოსდიოდა მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილების კუთხით, როდესაც სინამდვილეში მოსალოდნელ იყო სწორედ მსგავსი მოვლენები. ამიტომ პირველი ნაბიჯი არის სტაბილურობისა არის ბიუჯეტის კორექტირება, ისევე როგორც ეროვნული ბანკის შესაბამისი ზომების გატარება დაუყოვნებლივ,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






