გოცირიძე არ ენდობა მინისტ თურნავას განმარტება, თითქოს მან ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტის გაცემის შესახებ არაფერი იცოდა.
„ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება. მას მოჰყვებოდა ძალიან დიდი და საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია რომ ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს და ვინმეს მთავრობაში. ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო ამ მექანიზმით გათვალისწინებული. არავითარი პორტი ფოთში არ აშენდებოდა, ანაკლიის პორტი დაწყებულია და ორ წელიწადში დასრულდება თუ მთავრობამ ხელი არ შეუშალა, ხოლო ფოთის ახალი პორტის მშენებლობას დასჭირდებოდა მრავალი წელი,“-აცხადებს გოცირიძე.
რომან გოცირიძე მოუწოდებს მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, რომ განუმარტოს საზოგადოებას რა მოხდა რეალურად და რატომ იქცა ის განტევების ვაცად.
მასალის გამოყენების პირობები






