გაუპატიურების მუქარა და წამება - ფლორენციის ციხეში მყოფი ქართველი ემიგრანტი დახმარებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:15, 30 May, 2019     1599
იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი ცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან-ინფორმაციას პატიმრის ადვოკატები ავრცელებენ.


32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართველ პატიმარს აქვს. მათი ინფორმაციით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას თხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ.

"ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო. იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, მოხდა წამება, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასაჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის ,ოღონდ ღირსება დაიცვას. არაადამიანური წამების მსხვერპლია არაბული წარმომავლობის პატიმრებისგან და ციხის თანამშრომლებისგან. სხელზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა, ცადა. ყველას ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი,"-განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

პატიმრის უფლებას ასევე "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის" ადვოკატი მარი ლევიძე იცავს. ადვოკატების თქმით, საქმის შესახებ ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საპარლამენტო მდივანი. ისინი მოუწოდებენ, უწყებებს დროულად მოხდეს თემით დაინტერესება და ჩაერიონ, რომ შეწყდეს პატიმრის წამება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42