მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.
„როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან"- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ აქვს ასეთი მხარდაჭერა.
„ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ 300 მილიონზე მეტი ჩავდოთ ინფრასტრუქტურაში – გზებში, რკინიგზაში. ჩვენი კეთილი ნებაა და მიწის გამოსყიდვაში დაიხარჯა 70 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენი დავალებით საპარტნიორო ფონდის მონაწილეობაა საკმაოდ სოლიდური, საუბარია 100 მილიონ დოლარზე მეტის თანამონაწილეობაზე. ასეთ პირობებში ეს პროექტი განწირულია წარმატებისთვის. ერთი რამ გვაკლია, რომ კერძო ინვესტორმა შეასრულოს თავისი ვალდებულება. თუმცა ვფიქრობთ, ასეთ პირობებში ეს ძალიან მარტივია და ეს ასე უნდა მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






