დამოუკიდებელ დეპუტატს, ისნის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძეს ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით კითხვებ უჩნდება.
„მივესალმები პორტების მშენებლობას, მით უმეტეს, ამ ტრადიციის მქონე ქალაქებში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩნდება კონკრეტული კითხვები - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფოთის პორტის გაძლიერება-განვითარება ანაკლიის პორტის ჯინაზე ხდება; სხვა შემთხვევაში, რატომ თავად ეკონომიკის სამინიტროდან არ გახმაურდა ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ანუ ამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე რატომ არ ჰქონდა ანაკლიის კონსორციუმს ? ვინ იქნება პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხების უკან დაბრუნებაზე? ეს ხომ ანაკლიის პორტის ეკონომიკურ პოტენციალს კიდევ ერთხელ გააფუჭებს, რაც თავის მხრივ, ინვესტორების შემოსვლას და მათ ინტერესებს საკმაოდ პრობლემურს გახდის,“ - აცხადხებს ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






