„შეიძლება იკვეთებოდეს ქართველი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები და რუსეთის ქმედებები“ - რომან გოცირიძე ანაკლის პროექტის შესაძლო ბლოკირებაზე
პოლიტიკა - 11:08, 30 May, 2019     923

ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაძლო შეჩერებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის საიდუმლო ვითარებაში გაცემა არის საგანგაშო და ბევრ კითხვას აჩენს.

ვერავინ აუკრძალავს ფოთის პორტს განვითარებას, მაგრამ ეს არის დაკავშირებული ისეთი საკითხების მოგვარებასთან, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე : მიწების გამოყოფა, გზების მიყვანა, ეკოლოგიური ნებართვის გაცემა და ასე შემდეგ. ეკონომიკის სამინისტოს მიერ გადაწყვეტილების მიიღება იმ დროს, როცა უნდა მოგვარებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი, როდესაც გადამწყვეტ ფაზაში არის შესული მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის, გამოიყურება უცნაურად და ატარებს შეგნებული და მიზანმიმართული დივერსიის ხასიათს.

რომ არ აშენდეს ფოთის ახალი პორტი და ამავე დროს შეჩერდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა ფინანსური გარანტიები და სანქციები არის გათვალისწინებული ფოთის პორტის გაფართოების ნებართვის უკან?
მთავრობის ამ ავანტურას ისეთი პირი უჩანს, რომ არც ანაკლია აშენდება და არც ფოთის პორტი გაფართოვდება. ამ უკანასკნელში შეიძლება დაიწყოს გარკვეული სამუშაოები, რაც უფრო ანაკლიის შესაჩერებლად შეიძლება იყოს გამიზნული, ვიდრე ფოთის პორტის რეალურად განსავითარებლად.
გაცხადებული 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელება ისედაც არ არის იმ მასშტაბის, რომ ფოთმა ანაკლია ჩაანაცვლოს, თუმცა ამ პროცესის განსაზღვრულ დროსა და განსზღვრული ფორმით ინიცირებამ, შეიძლება საბოლოოდ დაასამაროს ანაკლიის პორტის იდეა.

ამ პროცესში შეიძლება იკვეთებოდეს ქართველი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების კორუფციული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთის ქმედებები, საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლის პროექტის ბლოკირების სახით,“ - წერს გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42