"დაინტერესებული არ ვარ რომელიმე თანამდებობის დაკავებით, არ მინდა კაბინეტში ჯდომა" - სააკაშვილის გეგმები უკრაინაში
პოლიტიკა - 09:34, 30 May, 2019     968
საქართველოს მეამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. მან გუშინდელი დღე მედიას დაუთმო.

მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვიზიტისას საუბრის მთავარი თემა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის კურსი და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იყო.

სააკაშვილი ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინაში არც ერთი საჯარო სამსახურით და ამ ეტაპზე მონაწილეობას არც საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს.

"მე განსხვავებულ უკრაინაში ჩამოვედი. სულ რაღაც 2 თვის წინ ჩვენ გვეგონა, რომ ძველი სახეები მუდმივად იქნებოდნენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში. საპრეზიდენტო არჩვენების შედეგად კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უკრაინაში მოხდა ელექტორალური რევოლუცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი დამოუკიდებელია გავლენებისგან და ხალხის გარდა არავის მისცემს საშუალებას მას წესები უკარნახოს. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ მის წარმატებაში. უკრაინამ უნდა გააკეთოს ნახტომი. ცვლილებები ქვეყანაში უნდა მოხდეს ძალიან მოკლე დროში. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტრადიციაზე, თითქოს პოლიტიკა მომგებიანი ბიზნესია. მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე თანამდებობის დაკავებით და არც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებით. არ მინდა კაბინეტში ჯდომა, თუმცა მზად ვარ ამ გუნდს, მათ ახალ იდეებს დავუჭირო მხარი. ჩემს პრინციპებს არც ამჯერად ვუღალატებ. არასდროს ვიქნები შეთქმულებაში არც ერთ ოლიგარქთან და არასდროს გამოვიმუშავებ ფულს პოლიტიკით. მე ვიცი რაც ხდება ახლა საქართველოში, მოლდოვაში, ბელორუსში და რუსეთშიც კი. ეს ქვეყნები დღეს იმედით უყურებენ უკრაინას,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42