"ოჯახური ძალადობა, რომელიც ყველგან არსებობს, ადამიანი ძალადობაზე ისედაც ხომ ისჯება?! რატომღაც, თითიდან გამოწოვილივითაა, რომ სახელმწიფო ოჯახში ძალიან ერევა. რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახში, მით მეტი ოჯახები ინგრევა. გასაგებია ის, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში თუ იკამათებენ და იჩხუბებენ, გვაქვს ისეთი კანონი, რომ ხუთ დღეში ხელში ჩავახუტებთ განქორწინებას. სახელმწიფოს მხრიდან ესეც ხელშეწყობაა. ძალიან კარგად გვახსოვს, რამდენი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას და განადგურებას კომუნისტურმა წყობამ. 6 თვე ხომ ჰქონდა წყვილს საფიქრალი, ამის შემდეგ სასამართლო 2 თვეს უმატებდა იმისთვის, რომ იქნებ, შერიგდეთ და ბავშვები მშობლების გარეშე არ დატოვოთო. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ოჯახი შენარჩუნებულიყო. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოჯახი დაინგრეს. მოკლედ, გასაკვირია ასე რატომ ხდება. სად არ ხდება, კამათი, ჩხუბი, ძალადობა?! ეს ხომ ისჯება?! ანუ, კონკრეტული კითხვა ის არის, 5 დღეში რატომ ხდება განქორწინების მოწმობის მიცემა. ასე, რომელიმე ქვეყანაშიც არის, კაცო?! რატომ აწყობს ვიღაცას ის, რომ ჩვენთან ოჯახები ინგრეოდეს?! რატომ არ შეიძლება ის, რომ 2 თვე მაინც ჰქონდეთ ფიქრისთვის ადამიანებს?! გაცხარებული, კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივა იუსტიციის სახლში, იმათ 5 დღე ეყოფა დასამშვიდებლად?! თუ რომელიმემ არ შეიტანა განცხადება და არ თქვა უარი განქორწინებაზე, 5 დღეში აძლევენ განქორწინების საბუთს. იმ ცხრაწლიანი რეჟიმის შემდეგ განევროზებული ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ვერ იკავებენ თავს, პატარა კამათის გულისთვის ოჯახები რომ ინგრევა, აქ რანაირად იცავს სახელმწიფო ამ ოჯახებს დანგრევისაგან?“ - განაცხადა კვიციანმა.
მასალის გამოყენების პირობები






