"აუცილებლად მოიყვანე ცოლი, კარგი გოგო, რომ ჩვენს შვილს კარგი დედობა გაუწიოს" - რა წერილი დაუტოვა ნინი ჯაფარიძემ მეუღლეს
პოლიტიკა - 19:50, 29 May, 2019     37121

ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, რომელსაც მშობიარობის შემდეგ გული გაუჩერდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მეუღლეს წერილი დაუტოვა.

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, "ნინი ჯაფარიძემ იცოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ექიმი აფრთხილებდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. დედობის სურვილი გარდაუვალი სიკვდილის შიშმაც ვერ შეაცვლევინა".

"ნინისთვის ცნობილი იყო, რომ მისთვის ფეხმძიმობა რისკის შემცველი და სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, თუმცა ჟურნალისტი ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ნინიმ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახის წევრებს წერილები დაუტოვა - დედას, მამას, მეუღლეს, ყველას გამოემშვიდობა. მეუღლისთვის დატოვებულ წერილში წერია: აუცილებლად მოიყვანე ცოლი, კარგი გოგო, რომ ჩვენს შვილს კარგი დედობა გაუწიოს. ბავშობაში ნინიმ გულთან დაკავშირებული რთული ოპერაცია გადაიტანა. მისთვის მშობიარობა არაფრით არ შეიძლება. მან ეს ამბავი იცოდა და არავის უმხელდა...“ , - გვიყვება ოჯახის ახლობელი.

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველო შეძრა ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალებამ.

მშობიარობის შემდეგ ნინომ მხოლოდ ორი დღე იცოცხლა. დარჩა პატარა ბარბარე, რომელიც ვერასდროს იგრძნობს დედის სითბოს. წლების შემდეგ კი, ბარბარე მიხვდება, რამდენად ძლიერად უყვარდა დედას, ჯერ კიდევ დაბადებამდე, რადგან მან ზუსტად იცოდა, რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ დედობა გადაწყვიტა!

27 მაისს ნინი ჯაფარიძე 30 წლის ასაკში მშობიარობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გადაწყვეტილებით მომავალი წლის 23 აპრილიდან ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება და ერთ გამორჩეულ მკითხველს გადაეცემა, იმისთვის, რომ ნინის სახელი შემორჩეს და მისმა შვილმა, რომელმაც დედის გაცნობა ვერ მოასწრო, მისით იამაყოს.

2020 NEWS.GE





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42