"არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო... მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში"- მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 19:32, 29 May, 2019     1128
ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ უკრაინაში ჩასულმა სააკაშვილმა პირველი კომენტარი აეროპორტში გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ქვეყანაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. მან უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის უკრაინაში დაბრუნდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღმშენებლობაში.


„მე მინდა ყველას მივესალმო. რთულია გადმოვცე ემოცია, მავსებს ემოციები ამ ადამიანების დანახვის შემდეგ. მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს.

მე არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე, მე ოდესაში შევძელი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ მე არ მომცეს ბოლომდე ჩემი გეგმების განხორციელების საშუალება. მე მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში, იმ რამდენიმე მილიონ უკრაინელთან ერთად რომლებიც იმყოფებიან აქ. ჩვენ არ გვაქვს დრო ვიცადოთ 50 წელი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში სახლში ყოფნის განცდა აქვს.

„ამ ქვეყანაში როგოც ჩანს, ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო. აქაც სახლის განცდა მაქვს, როგორც ბევრ ქართველს აქვს უკრაინაში სახლის განცდა. უკრაინაში შეგნებული ცხოვრების 12 წელი მაქვს გატარებული.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42