იაგო ნებიერიძე მზად არის ბავშვის ცხედრის ადგილმდებარეობა დაასახელოს - მსჯავრდებული გახარიასთან შეხვედრას ითხოვს
პოლიტიკა - 17:06, 29 May, 2019     4445

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული იაგო ნებიერიძე შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ნებიერიძემ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავის ადგილმდებარეობა იცის და ამაზე უნდა მინისტრს დაელაპრაკოს.

„ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გაუჩინარებული მოზარდის ადგილსამყოფელი იცის და ამისთვის გიორგი გახარიასთან ან მის მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს. თქვა - დედას საფლავი უნდა დავუბრუნოო“ - განაცხადა პაპოშვილმა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, სამაგიეროდ რას მოითხოვს ნებიერიძე.

შეხვდება თუ არა მინისტრი მსჯავრდებულს, ამის შესახებ სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

იაგო ნებიერიძემ ერთხელ უკვე „დაასახელა“ 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საფლავის ადგილსამყოფელი. სამართალდამცველები, რამდენიმე დღის განმავლობაში გორის კულტურისა და დასვენების პარკში ეძებდნენ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა მსჯავრდებულმა გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

ცნობისთვის, იაგო ნებიერიძის სახელი ჯერ კიდევ 2004 წელს 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის გატაცების საქმეშიც ფიგურირებს, თუმცა მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ნებიერიძე მხოლოდ ანგარების გზით ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.

ამ საქმეზე იაგო ნებიერიძემ სასჯელი 2008 წელს მოიხადა, თუმცა მალევე სერიული ყაჩაღობისა და ძარცვის ბრალდებით კვლავ საპატიმროში აღმოჩნდა. შეკრებითობის პრინციპით სასამართლომ მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2013 წელს ამნისტიის აქტით სასჯელის მეოთხედი მოაკლდა და 10-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. რამდენიმე დღის წინ კი იაგო ნებიერიძეს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

შეგახსენებთ, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცვებმა მდინარე ლიახვის პირას რამდნეიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.

წყარო: "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42