პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. ფაქტი ოპოზიციამ სხდომათა დარბაზშივე გააპროტესტა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ კითხვებს პასუხები საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გასცემოდა.
„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ამ დარბაზში მოხდა. მოკლული შვილის მამა ითხოვს პასუხს ჩვენგან, თუ რატომ მოკლეს მისი შვილი და თუ სახელმწიფომ შეცდომით ან დანაშაულის გამო მოკლა მისი შვილი, ბოდიში მოუხადოს მის ოჯახს. ეს თემა არის ძალიან მტკივნეული არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის, არამედ მთელი თემისთვის და მთლიანად ხეობისთვის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ და თქვენ დღეს უარი თქვით, გაიგოთ სიმართლე, თუ რატომ მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, მძინარე, საკუთარ სახლში და აი ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






