ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება - სებ-ის პრეზიდენტი ლარის კურსზე
პოლიტიკა - 16:50, 29 May, 2019     942
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის გაუფასურების ფაქტორებზე დეტალურად ისაუბრა.


"მსხვილი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ის, რომ დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს და დოლარის ინდექსს ამ წლის განმავლობაში თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდია, ამავე დროს თურქული ლირას გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა, მაგრამ რადგან მცურავი გაცვლითი კურსი შოკის შთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შესაძლოა ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება და ამის მაგალითი, თუ ბოლო სამი წლის სტატისტიკას გადახედავთ, რამდენიმეა და თვალშისაცემია. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ, რა ხდება რეზერვების მიმართულებით.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არაადეკვატური იყო, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ რეზერვების მოცულობა დაუახლოვდა მინიმალურ ადეკვატურ დონეს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ არის ისე, როგორც ეს ადრე იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რეზერვები გაიზარდოს. ამ ეტაპზე რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა არ დგას, მაგრამ ზრდის პროცესს გავაგრძელებთ", - განაცხადა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის თქმით, გაცვლით კურსზე გავლენის მქონე ფაქტორებზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი

„როგორც მოგეხსენებათ გაცვლით კურსზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და ამავე დროს მათ უმეტესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. ზუსტად ამ მიზეზის გამო ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც მაკროეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე კურსზე და მოკლევადიან რყევებზე როგორც წესი კომენტარს არ აკეთებენ“- განაცხადა გვენეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42