„ერთი ოლიგარქი მოვიშორეთ, ახლა მეორე ეგზემპლარი უნდა მოვიშოროთ საქართველოში. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება საქართველოში. განშორების პაუზა დასრულდება. რაც ხდება საქართველოში არის დიდი უსამართლობა, ზუსტად ასეთი რამ ხდებოდა უკრაინაში. ბედნიერად მიიღეს ელჩმა, კონსულმა, ყველა ბედნიერი იყო. უკრაინაში გუშინ იმხელა აჟიოტაჟი იყო, მე თვითონაც გაოგნებული ვარ. რამდენ ადამიანს ვყვარებივარ, თურმე იმ ქვეყანაში. მე კი არ ვყვარებივარ, სამართლიანობის გრძნობა უყვართ. სამართლიანი და თავისუფლების მოყვარე ხალხია. თავისუფლების შეზღუდვას და უსამართლობას ვერ იტანენ. რომ აღდგა სამართლიანობა, ამაზე ჰქონდათ სწორი რეაქცია,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვა. ოფიციალურ მიზეზად მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის მეირ კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევას ასახელებდა, რომლის მიხედვით, სააკაშვილმა ანკეტის შევსების დროს არასწორი ინფორმაცია მიუთითა.
მასალის გამოყენების პირობები






