ზონალური პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში 1-ელი ივლისის ნაცვლად 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება
პოლიტიკა - 15:58, 29 May, 2019     623

ზონალურ-საათობრივი პარკირება, საპილოტე არეალში ავტობუსების სრული ოდენობით მიწოდების დაგვიანების გამო, პირველი ივლისის ნაცვლად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, იმ საპილოტე არეალში, სადაც ძალაში შევა პარკირების ახალი სისტემა, მუნიციპალიტეტი დედაქალაქის მოსახლეობას და მის სტუმრებს 90 ახალი ავტობუსით მოემსახურება.

„გასულ კვირას, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია. ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანი ქალაქში საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდის გზით. ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და გადადგმული გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები. შევიძინეთ 90 MAN-ის მარკის ავტობუსი. 50 ერთეული ავტობუსი ადგილზეა, დანარჩენი 40 კი ერთ თვეში იქნება დედაქალაქში და მოემსახურება მგზავრებს. გარდა ამისა, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 220 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე და ისინი აგვისტოს ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარკირების რეფორმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პარალელურად განვახორციელოთ, ზონალური პარკირების 1 აგვისტოდან ამოქმედების გადაწყვეტილება მივიღეთ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება, პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანში ამოქმედდება. იქამდე, მოქალაქეები შეძლებენ, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა იქნება პარკირების საფასური და როგორ მოხდება მისი გადახდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ზონალურ-საათობრივი პარკირების იმ გამონაკლისებზე, რომელიც თბილისის მერიამ დაადგინა.

„საათობრივი პარკირება არ შეეხებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ასევე, საათობრივ-ზონალური პარკირება უფასო იქნება ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება, ამიტომ საწყის ეტაპზე, საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, მომავალში, სხვა არეალების დამუშავების მიზნით, პროცესს მერიის შესაბამისი სამსახურები დააკვირდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42