ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია - დღეს ღამით ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მოძრაობა შეიზღუდება
პოლიტიკა - 15:51, 29 May, 2019     809

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობას უცხოელი ექსპერტები გაუწევენ.

„ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამიდან, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ. მხოლოდ მოასფალტება და გზის ძველი საფარის ახლით შეცვლა საქმეს არ შველის. ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ, სადაც რეაბილიტაციას დავიწყებთ, იქ, ყველანაირი კომუნიკაციის ცვლილება უნდა მოხდეს, წყალარინების, სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგების და ა.შ.

ჭავჭავაძის გამზირზე არის კონკრეტული ადგილები, რომელიც ჩავარდნილია და გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. იმის გამო, რომ ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ, მთლიან გამზირს ვერ გადავკეტავთ, ამიტომ ადგილების შერჩევა მოხდა და შეზღუდვა მათზე დაწესდება. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია.

„პროექტის ფარგლებში, გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები, ავტობუსების ზოლები შეიცვლება და მოწესრიგდება. გარდა ამისა, მთავრობის წინა სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალე, რომ ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდეს. საზოგადოების ნაწილმა ეს არასწორად გაიგო. ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდება. მიწის ზემოთ კი ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. ღია ურნები, რაც ახლა გვაქვს, ვიზუალურად და ანტისანიტარიის თვალსაზრისით პრობლემას ქმნის. ასევე, ურნები იქნება სეპარაციისთვის განკუთვნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. რეაბილიტირებულ პარკებში ასეთი ურნები განვათავსეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში მოსალოდნელი შეზღუდვების გამო მოუბოდიშა.

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო იმიტომ, რომ გარკვეული შეფერხებები იქნება რეაბილიტაციის დროს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია სამუშაოების გარკვეული შეზღუდვების გარეშე წარმოება“, - განაცხადა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42