იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ აღიარა, რომ ტოჩინოშინს ასანოიამასთან სკანდალურად ცნობილ შეხვედრაში გამარჯვება წაართვეს.
როგორც ასოციაციის დასკვნაში წერია მსაჯების ქმედება დამაბნეველი და არასრულყოფილი იყო, რამაც არასაჭირო აჟიოტაჟი გამოიწვია.
საბჭოში განხილვის დროს სუმოს მამებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს გამართულ ერთ-ერთ გადამწყვეტ ორთაბრძოლას, სადაც ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ასანოიამას დაუპირისპირდა და აბსოლუტურად ყველა წესის დაცვით მოიპოვა გამარჯვება, თუმცა შიმპანმა ქართველს მოგება არ ჩაუთვალა, რის გამოც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასის დაუფლების შანსი დაკარგა.
სუმოს მამები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შიმპანის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო. მათი თქმით, შესაძლოა, მსაჯის გადაწყვეტილება შეცდომა იყო.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა 10 გამარჯვებითა და 5 წაგებით ოძეკის ტიტული დაიბრუნა, იმპერატორის თასის მფლობელი კი სწორედ ხსენებული ასანოიამა გახდა.
მასალის გამოყენების პირობები