პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დეპუტატებს ასე მიმართა:
„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ამ დარბაზში მოხდა. მოკლული შვილის მამა ითხოვს პასუხს ჩვენგან, თუ რატომ მოკლეს მისი შვილი და თუ სახელმწიფომ შეცდომით ან დანაშაულის გამო მოკლა მისი შვილი, ბოდიში მოუხადოს მის ოჯახს. ეს თემა არის ძალიან მტკივნეული არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის, არამედ მთელი თემისთვის და მთლიანად ხეობისთვის. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად თქვენი ხელისუფლების პირობებში დადგა ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფოს მიერ მოკლული ადამიანის შესახებ და თქვენ დღეს უარი თქვით, გაიგოთ სიმართლე, თუ რატომ მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, მძინარე, საკუთარ სახლში და აი, ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






