„ბერლინის კედლის დაცემა ჩვენთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს, რომ ახალი კედლები რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, იგივე ბედს გაიზიარებს. ეს კედლები არის მართულხლართები, რომლითაც შემოსაზღვრულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის. ისინი გადის ასზე მეტ სოფელზე და ერთმანეთისგან ჰყოფს აქ მცხოვრებ ადამიანებს. გარდა გაყოფისა, მოსკოვი ადგილზე რეგიონის რუსიფიკაციის მცდელობას ახდენს. ყველაზე ცნობილი ხერხი, რომელსაც კრემლი იყენებს უკანონო პასპორტიზაციაა.
მოსკოვს უნდა, რომ ეს მეზობელი ქვეყნები რუსეთის ორბიტაზე დარჩნენ და არ გადაუხვიონ უფრო სასურველი მიზნების მისაღწევად, მაგალითად როგორიცაა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინსტიტუტები. სწორედ ამიტომ საქართველოსთვის ეს არა მხოლოდ არჩევანი, არამედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ.“-განაცხადა ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






