2016 წელს სახელმწიფომ ნახევარი მილიონი ლარი (იმ დროის კურსით დაახლოებით 208 ათასი დოლარი) გაფლანგა თბილისის ზღვის საინვესტიციო პოტენციალის კვლევაში. ინფორმაციას ამის შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ კვლევის გამოუყენებლობაზე წინასწარ იცოდა, რადგან ეს ტერიტორია სანიტარული დაცვის ზონაშია და მშენებლობა აკრძალულია. 2017-18 წლის გენგეგმაშიც თბილისის ზღვა სასმელი წყლის რეზერვუარადაა აღნიშნული და განსაკუთრებულად დაცულია.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაუგებარია, რისთვის დასჭირდა მერიას ამ უსარგებლო კვლევის ჩატარება. მათი შეფასებით ეს ნახევარი მილიონი ლარი ფაქტობრივად წყალში გადაიყარა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი კახა კალაძის მერობის დროს არ მომხდარა და დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






