რას წერდა სკოლის შესახებ 16 წლის გოგონა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიისას დაიღუპა
პოლიტიკა - 22:44, 28 May, 2019     8828
ლაგოდეხში, ექსკურსიისას დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილი და სოციალურ ქსელში გოგონას ბლოგს აზიარებს, სადაც მისი ჩანაწერებია ასახული.

ბლოგში სოფი სკოლაში არსებულ ზოგადი პრობლემების შესახებ საუბრობდა.

„რას ვაკეთებთ პირველს როდესაც ახალ სკოლაში მივდივართ?ვათვალიერებთ გარემოს, ვაკეთებთ ჩვენს თავთან ადაპტაციას იმის იმედით რომ ეს ადგილი ხელს შეგვიწყობს მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სკოლა არგვაძლევს ამდენ რესურსს რომ, “რაღაც გაკვეთილების” სწავლის გარდა ადამიანთან ურთიერთობაც ვისწავლოთ,ხშირად ახალ სკოლაში ახალი პრობლემები ჩნდება ახალი მეგობრების და ახალი კარგი გარემოს ნაცვლად,უამრავი მცდელობის მიუხედავად ვერ ვერგებით ახალ გარემოს თუნდაც დიდი დრო იყოს გასული.

მეორე მიზეზი ჭამას ეხება,რაც ყველას გვიყვარს,სკოლაში საშუალოდ 6საათს ვატარებთ 5დღის განმავლობაში ანუ 30სთ-ი, დღეში მინიმუმ 2ჯერ ვჭამთ ანუ 5დღეში 10ჯერ და ისიც საშინელ საკვებს-ცომეულს და ისიც უვარგისად გაკეთებულს ან შემოტანილს,როდესაც ვსაწვლობთ კერძო სკოლაში რომელიც ცნობილია საუკეთესო სკოლის სახელით საკვები უნდა იყოს საუკეთესო თუარა კარგი ხარისხის,არა მარტო ცომეული არამედ რაიმე სალათის მსგავსიც და როდესაც სკოლაში 500+ ბავშვი სწავლობს მხოლოდ 2 მომსახურე პერსონალი არ უნდა იყოს და დასვენებაზე როცა გვშია საჭმლის ყიდვას უნდა ვასწრებდეთ.

ტუალეტი ერთ-ერთი “საჭირო” ოთახი,ყველაზე მნიშვნელოვანი სანამ სხვა მიზეზებს დავასახელებ ალბათ პირველ რიგში დეზინფექცია უნდა ვახსენოთ,საპონი რომელიც მნიშვნელოვანია,ტუალეტის ქაღალდი,თბილი წყალი,რომელიც არ არის ისეთი შეუსრულებელი მოთხოვნა,და არა ისეთი გაყინული რომელიც ჩემს სოფელშიც აღარ გვაქვს,რაც შეეხება რემონტს,ხშირად ტუალეტები კარების გარეშეა რაც მოუხერხებელია და ზოგი იძულებულია ყველა როცა გავა მაშინ შევიდეს ტუალეტში,ესეც მესამე.

მივადექით მეოთხე მნიშვნელოვან ნაწილს,შინაგანაწესი,ყველაზე აუტანელი ნაწილი,სკოლას როცა ვახსენებთ უმრავლესობას თავიდანვე განვითარებული ქვეყნების სკოლები ახსენდებათ სადაც სკოლაში დაძაბულობა არ იგრძნობა,სადაც ყველას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს ,სადაც არავინ გაიძულებს შეიკრა თმები,მარტივად რომ ვთქვათ სკოლა გაძლევს საშუალებას გამოიყურებოდე ისე როგორც მოგწონს მაშინ როცა ეს სწავლას ხელს საერთოდ არაფრით უშლის,აქ კი ყველაფერი პირიქითაა,დირექტორის,მასწავლებლების და სასწავლო ნაწილისგან წამოსულ აგრესიაზე აღარ ვისაუბრებ ეგ ისედაც გასაგებია,არ მესმის რატომ უნდა გვიყვარდეს ის ადგილი სადაც ყველა ყველაფერს გვიკრძალავს?!

რას გვასმევენ სკოლაში როდესაც ცუდად ვხდებით გვტკივა:თავი,მუცელი,ფეხი,ხელი,კბილი,თვალი,ყური წამალი კი მხოლოდ ერთია-ნახშირი ან თუ მუცელი გვტკივა ექიმისგან კითხვა-“ტუალეტში ხომ არ გინდა?”,”ის ხომ არ გაქვს?”,სკოლაში სადაც წამლების უკმარისობაა იმაზე მეტყველებს რომ არარის წარმატებული ადგილი ბავშვის მისაყვანად და ამ დაწესებულებისთვის ბავშვის მინდობა,ალბათ რამე რომ მოვიტეხო ისევ ნახშირს დაგვალევინებენ.

მასწავლებლებს რაც შეეხებათ,ყველა სკოლაში თითქმის ყველა ხანში შესული ფილოლოგი ასწავლის დაარა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგოები ან ბიჭები,მე მაგალითად მბეზრდება იმ მასწავლებლისგან მოსმენილი გაკვეთილი რომელსაც გაკვეთილის ჩატარების ხალისი არ აქვს და ერთი სული აქვს კლასიდან გავიდეს,არა მარტო გაკვეთილების ჩატარებას ეხება ჩემი დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ,არამედ დამრიგებლებსაც,ჩემი აზრით დამრიგებელი უნდა გვყავდეს ისეთი რომელთანაც ვილაპარაკებთ ჩვენს კლასში არსებულ პრობლემებზე ან მას ექნება ყველასთან კარგი დამოკიდებულება და არ ეყოლება კლასიდან ფავორიტი მოსწავლეები.

და ბოლოს,ვისაც მსგავსი შეხედულებები გაქვთ სკოლაზე ყველას გისურვებთ ამ პრობლემების მოგვარებას,ყველა ბავშვი იმსახურებს ისეთ კომფორტულ გარემოში სწავლას და ურთიერთ-პატივისცემის გამომუშავებას როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში“- წერს სოფო ნიკოლეიშვილი.

26 მაისს, ექსკურსიაზე მყოფი 17 წლის გოგო, ნინოსხევში მდინარის დინებამ გაიტაცა. მოზარდს დაახლოებით 14 საათიანი ძებნის შემდეგ გოგოს ცხედარი იპოვნეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42