გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სამართლიანად მიიჩნევს.
„რაც მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს, რომ ფულს ყოველთვის დაამარცხებს იდეოლოგია და ღირებულებები“, - თქვა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოსთვისაც დადებითი მოვლენაა.
„გაერთიანებული ერების კონვენციის მიხედვით, კატეგორიულად უნდა შემცირდეს მოქალაქეობის არმქონე ადამიანების რაოდენობა. არ შეიძლება, პირს ჩამოერთვას მოქალაქეობა, თუ ის რჩება მოქალაქეობის გარეშე. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ყოველთვის სამართლის, კონსტიტუციის, კანონმდებლობის გზით მივაღწევთ გამარჯვებას. მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელმაც შექმნა თანამედროვე ეფექტური სახელმწიფო, რომლის დამსახურებით დღემდე არსებობს საქართველოს რესპუბლიკა, მას დაუტოვა ინსტიტუტები, ბიუჯეტი, დროშა და ჰიმნი, ჩამოართვეს მოქალაქეობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






