„ეკონომიკურ სტრატეგიულ გეგმას, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, რომ მივყვეთ, საერთოდ უნდ გავაუქმოთ ყველანაირი გადასახადი, პოპულისტურ განცხადებებს და პოპულისტურ იდეებს უნდა მივყვეთ და აქედან არაფერი არ გამოვა, გარდა იმისა, რომ ლარის კურსი საერთოდ მოისპობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მათ შორის, ჩვენს მთავარ პარტნიორთან - თურქეთთან, მაგრამ ვფიქრობ, ეს დროებითია. ის ანალიზი, რომელიც ჩვენმა ფინანსისტებმა გააკეთეს, საყურადღებოა, მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის, 28 მაისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7876 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7811 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით, 0.0065 გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1182 ლარი შეადგინა. გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1129 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გაუფასურდა.
ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5338 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.5275 ლარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






