„უკრაინაში ჩვენი პროგრესის მტრები და ჩემი მტრები დამარცხდნენ ამ ეტაპზე და ზუსტად ასე დამარცხდებიან საქართველოში. ამაში ვარ დარწმუნებული. მე ერთი წამით არ დამიკარგავს რწმენა ჩვენი გამარჯვების და ჩვენი საქმის გამარჯვების უკრაინაში. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი საზრუნავი, მე ვარ მთავარი ჭირისუფალი საქართველოსი და საქართველოს წარმატების მთავარი გულშემატკივარი. ქართველ ერს, ქართველ ხალხს ტყუილად ნუ მოუყვებიან ქოცები, რომ უკრაინაში დაბრუნებით საქართველოზე ვამბობ უარს. მე საქართველოსთან ბევრად ახლოს ვიქნები, ბევრად ახლოს ქართველ ხალხთან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, სადაც ზელენსკი აუქმებს მისი წინამორბედის განკარგულებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






