"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დავით გარეჯში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მელიას თქმით, ხელისუფლებამ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი აუცილებალად უნდა გამოიყენოს.
„როდესაც პრეზიდენტად გვყავს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ეს არის ერთ-ერთი სათავე პრობლემებისა. ბაქომ დაინახა, რომ თბილისში პატრონი არ ყავს სახელმწიფოს და ცდილობს მოახდინოს ამ უპატრონობის კაპიტალიზაცია. აქედან გამომდინარე, რა უნდა გასკეთოს ხელისუფლებამ? უნდა ჩართოს ამ საქმეში ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია აზერბაიჯანთან დაალაგოს ურთიერთობა დავით გარეჯთან მიმართებაში. "ქართულმა ოცნებამ" არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს წარმოუდგენლად მაღალი ავტორიტეტი და კონტაქტები და ურთიერთობები ბაქოსთან? რატომ არ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ისე, რომ თუნდაც ვერავინ ვერ გაიგოს" - აღნიშნა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






