„დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯში და ეს დროშა თქვენ ააფრიალეთ“ - სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას
პოლიტიკა - 15:57, 28 May, 2019     1181
დღეს უცილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯში და ეს თქვენი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მეგობარ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშანი ჯერ კიდევ მაშინ დასვა, როცა კახა კალაძემ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო. სამადაშვილის განცხადებით დავით გარეჯი არის იმის შედეგი, რა პოლიტიკასაც ქართული ოცნების ხელისუფლება აწარმოებს.

„26 მაისს დამოუკიდბელობის აღსანიშნავ დღეს რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმის ქუჩებში და ეს არის თქვენი ხელისუფლების სახე. რუსეთი ტანკებით და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს ამ ქვეყანას, არამედ დროშებით და მომღარალი ბავშვებით ჩვენს ქუჩებში. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც თქვენ ატარებთ, რომ ეს გახდა შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში თქვენი ხელისუფლების პირობებში. დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯში. ყველგან სადაც იქმნება პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა და ეს დროშა თქვენ ააფრიალეთ. არანაირი მოსმენების გამართვა არ მჭირდება იმითვის, რომ ეს ვიცოდე. თქვენმა ხელისუფლებამ, კალაძემ გახსნა მოლაპარაკებები გაზპრომთან. აქ პარლამენტში გვეკეკლუცებოდა როგორი მარჯვე ბიჭია და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რომ ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე გაზის ფასში. სახელმწიფო რომელიც არის ჩვენი მოკავშირე, რომელიც ურთულეს პირობებში ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით, ტოლობის ნიშანი დასვით აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის და რა გეგონათ, ამას პოლიტიკური შედეგი არ ექნებოდა? ეს არის შედეგი, რაც დადგა.“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42