"დღეს დავით გარეჯს თანადგომა სჭირდება და არა პროვოკაცია!"- დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 16:01, 28 May, 2019     683


პარლამენტის წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.


პარლამენტის წევრის შეფასებით, პრეზიდენტის გაუაზრებლმა, თუ განზრახ ნასროლმა ფრაზებმა მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რაც ხდება.

"ეროვნული მოძრაობის პირველი მძლავრი ტალღა საქართველოში, სწორედ დავით გარეჯით დაიწყო. ფაქტია, რომ თავის დროზე, ვერც შევარდნაძის და შემდგომში ვერც სააკაშვილის მმართველობის პერიოდებში, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენა ვერ მოხდა და თემა დაკონსერვდა. თუმცა სამონასტრო ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და ტურისტებიც თავისუფლად მოძრაობდნენ.

დღეს კი, ერთის მხრივ, არაკეთილმოსურნე ძალებს არ სურთ კავკასიის მასშტაბით დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება, მეორეს მხრივ - ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის გაუაზრებლმა, თუ განზრახ ნასროლმა ფრაზებმა მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რაც ხდება.

სწორედ ამიტომ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით, საქმე უკიდეგანო უვიცობასთან გვაქვს, რამაც უკვე თავის მხრივ, ბევრი უსარგებლო იდიოტი და პროვოკატორი გამოიყვანა ავანსცენაზე.

ამას კი, ხშირ შემთხვევაში მივყავართ არა პოლიტიკურ-დიპლომატიური დისკუსიამდე, არამედ პროვოკაციებამდე, რომლითაც სარგებლობს ის ქვეყანა, რომლის ფუძემდებლებმაც - ორჯონიკიძეებმა, საქართველოს საზღვრები თავის დროზე, ქართველი ერის უკითხავად ჩაასწორეს.

ამ ფონზე ყველაზე დროული სწორედ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადება იყო, რომელმაც თვალნათლივ და ზუსტად დაგვანახა პრობლემის მტკივნეული და სახიფათო მხარეები.
დავით გარეჯი კი, ისევე როგორც ასურელი მამების მიერ შექმნილი სამონასტრო ცენტრები, ქართული კულტურის და რელიგიის განუყოფელი ნაწილია

იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ქვეყანაში არსებობენ ხელისუფლების სხვა შტოებიც, რომელთა ვალიცაა (თუ რაღა თქმა უნდა, ისინიც არ არიან ჩართული ამ პროვოკაციულ დომხალში), მყისიერად მოაგვარონ არსებული პრობლემა, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი მთავრობების უპრინციპობის და ენის მოჩლექვის პოზიციითაა განპირობებული.

მოკლედ, დღეს დავით გარეჯს თანადგომა სჭირდება და არა პროვოკაცია!

დაუშვებელია ურაპატრიოტიზმითა და გაუაზრებელი გამოხტომებით, ვინმეს მიეცეს უფლება, ორი მეზობლის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენოს"- ნათქვამია დავით ჭიჭინაძის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42