მოისწრაფიშვილის თქმით, საკითხზე ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართით პოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული.
მოისწრაფიშვილმა დღეს არ უპასუხა კითხვას იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტი იმ მოვლენებზე, რაც ახლა დავით გარეჯში ხდება და უკავშირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მის საჯარო განცხადებებს.
მოისწრაფიშვილის თქმით, ცალსახაა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დადგენა აუცილებელია.
"მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო მოსალოდნელი, მაგრამ მეორეს მხრივ ცალსახაა და აუცილებელია, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს საზღვარი. ეს არის ურთულესი საკითხი, რომელიც გაყინული იყო წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო. ყოველთვის იყო შესაძლებელი ამ საკითხის წამოჭრა, მაგრამ რატომღაც ეს საკითხი არ შევიდა სხვა დროს იმ ინტერესებში, რომელსაც შეეძლო ამ საკითხის წამოწევა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დადგენილი საზღვარი,"-განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
ცნობისთვის, 20 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა. მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს პრეზიდენტმა ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა ამ განცხადებიდან მალევე, აზერბაიჯანულმა მხარემ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.
მასალის გამოყენების პირობები






