„მოკლედ ასე, ბაქოში ზურაბიშვილის დამაზიანებელი განცხადებების შემდეგ, საკმაოდ ბევრი მომცროდ გონიერი და ვრცლად უგონო განცხადება გაკეთდა პროცესის ირგვლივ. ეს პრობლემა არ იყო არც შევარდნაძის, არც პატიაშვილის, ისევ შევარდნაძის, სააკაშვილის პრობლემა და არ გახლავთ მხოლოდ ივანიშვილის პრობლემა. სხვადასხვა ეტაპზე ცხელმა თავებმა შეაფერხა საკითხის ჩვენთვის მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტა. ახლაც ასეა. თუმცა ერთ ვარიანტად ვფიქრობ, რომ ქალბატონი პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კონკრეტულმა პირებმა კონკრეტული წვლილი შეიტანეს კრიზისის გაღრმავებაში და ახლა ისინი ხელისუფლების უნიათობაზე საუბრობენ, როდესაც საკითხი სახელმწიფოებრივია. აქ სიღრმეებში არ წავალ. აზერბაიჯანისთვის საკითხი ყარაბახის კონტექსტში განიხილება და ამას რატომღაც ვერ ვხვდებით, ან არ ვხვდებით. რა თქმა უნდა, მუშაობს რუსული ძალაც, რომელსაც ჩვენი აგდება ყოველთვის ადვილად შეეძლო. მაგრამ, როდესაც ყარაბახს ვახსენებ, ჩვენ ხომ საპირწონეს - აფხაზეთს ვერ ვიაზრებთ ამ კონტექსტში. კარგით, ამასაც შევეშვათ და მაინც, რატომ იყო გარეჯის პრობლემა მუდამ ხელისუფლების და არა სახელმწიფოს პრობლემა? იმიტომ რომ "მიღმა" ძალებს მუდამ აწყობდათ აზერბაიჯანი ბოლომდე მოგვწოლოდა და იმ რუკების მიხედვით, რაც არსებობს და სადაც გაგვიტარა საზღვარი სოსელომ, იქ დამდგარიყო. შედეგად ადვილად დაემხობოდა ხელისუფლება და მისი ლიდერი. ყველა ფიქრობდა რომ მერე შეაცვლევინებდნენ ბაქოს პოზიციას. ჰო, ასეთი იდიოტები ბლომად გვყავს. მოგწონთ თუ არა არ აქვს მნიშვნელობა - მიდით და დაელაპარაკეთ ჯუმბერ პატიაშვილს, ბევრ რამეს გაიგებთ. მაგრამ ეს მაინც წარსულია, ახლა? ერთხელაც რომ არ მდგარა ენგურთან და თუნდაც ავტობანიდან სინანულის მზერა არ უსვრია ცხინვალის მხარეს, ისინი რას ბობოქრობენ? რა უნდათ? დიდი პროვოკაციის და დიდი ფარისევლიბის წინაშე ვდგავართ. დავდუმდეთ? არა! მაგრამ ამ დღეებში ერთი ისტორიული ნაშრომი რომ არ შემხვდა არსად ამ თემაზე -ესეც აზერების ბრალია თუ რუსების? ვიცით ბაქოს პოზიცია? ათჯერ მეტ ტერიტორიას რატომ ვთავაზობდით თავის დროზე თუ ყველაფერი "დავარცხნილი" იყო სამართლებლივად? რატომ ვერ მოვგვარდით და რატომ ვიყავით სიტყვიერი შეთანხმების რეჟიმში ამდენი წელი, თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ იყო? აქ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე არ ვსაუბრობ. ამიტომ, არის კითხვები რაზედაც ან ვიცით პასუხი, ან არა! როგორც იტყვიან - რომ გეკუთვნოდეს უნდა გერგებოდესო. და რომ არ გვერგება ამ წუთას, ამის გამო მიაკვდა საფლავში ძაღლი კომუნისტ ბელადებს და სტალინს.“- წერს გოჩა მირცხულავა.
მასალის გამოყენების პირობები






