"21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის ფორმულები, უნდა აღიზარდოს მოქალაქე" - განათლების მინისტრის მოადგილე
პოლიტიკა - 13:15, 28 May, 2019     11162

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც სასწავლო პროგრამებში წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების სწავლების საკითხების შეტანას ეხება, შესრულებულია და გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხები სხვადასხვა სახელმძღვანელოებშია ასახული.

„რაც შეეხება სკოლებში ამ თემებს, მოგეხსენებათ დაწყებით კლასებში არის საგანი „მე და საზოგადოება“ , მე-7 კლასში შემოდის ახალი საგანი დედამიწა, ასევე არის ახალი საგანი მოქალაქეობა, რომელიც ასევე მეშვიდე კლასში შევა ახალ სასწავლო წელს. ეს საგნები კონკრეტულ დისციპლინას არ უკავშირდება, მაგრამ მოსწავლის მთლიან ჰოლისტურ განვითარებას უკავშირდება. ჩვენც ცხადია მთელი ამ განათლების რეფორმის ნაწილში, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ 21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული. აქვს საკუთრი ზემოქმედების პოზიტიური თუ ნეგატიური ქმედებების გააზრების შესაძლებლობა და ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოებში ბევრი მიმართულებით იყოს ეს საკითხები“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ "Edu.Aris.Ge"-სთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42