"აზერბაიჯანი მეგობარი სახელმწიფოა და ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი" - კობახიძე დავით გარეჯზე
პოლიტიკა - 12:31, 28 May, 2019     843
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთ მეგობარ სახელმწიფოსთან, როგორიც აზერბაიჯანია, საკითხის სწორად გადაწყვეტის ყველანაირი რესურსი არსებობს.


„მთავარია, ყველა საკითხი, რომელიც დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული მოლაპარაკების რეჟიმში გადავწყვიტოთ. აქ საქმე ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან გვაქვს. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი. სასურველია, ჩვენ ამ ოფიციალურ ფორმატს დაველოდოთ და სხვა ტიპის ზომებზე ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ყველანაირი რესურსი არის, რათა მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან სწორად დასრულდეს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა უკავშირდება თუ არა დავით გარეჯის საკითხის გამწვავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ აზერბაიჯანში გაკეთებულ განცხადებებს და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობას. ირაკლი კობახიძის თქმითი, სალომე ზურაბიშვილმა დემარკაციისა და დელიმიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე წლების მანძილზე მიმდინარეობს მუშაობა.

„სამწუხაროდ დღემდე ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა. ეს სირთულეა, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. ანუ საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას. რაც ჩვენთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. მათშორის, დელიმიტაციისა და დემარკაციის კუთხითაც. არის სირთულეები. სირთულეები, რომ არ იყოს, ამაზე დისკუსია 20 წლის განმავლობაში არ გაგრძელდებოდა. ამ ყველაფერს ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთადერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტის ორ მეგობარ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დაჯდომაა. ასე უნდა გადაწყდეს დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42