სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძე დავით გარეჯში იმყოფება, სადაც საქართველოს მოქალაქეები აქციას მართავენ.
მისი თქმით, არანაირ პროვოკაციას არ ელოდებიან: „არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“- უთხრა ჟურნალისტებს კუპატაძემ.
მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას.
"აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ შევეცდებით ეტაპობრივად მოვახერხოთ ამ ხალხის აყვანა. რამოდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია - „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






