ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იანვრიდან მაისამდე პერიოდის მონაცემების მიხედვით, საქალაქო სამსახურების თანამშრომლებს ჯამში 700 ათასი ლარის დანამატი ჩაერიცხათ. აქედან 244 ათასი ლარი შტატგარეშე თანამშრომლებმა მიიღეს.
მისივე განცხადებით, 95 ათასი ლარი მიიღეს სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა.
„700 ათასი ლარის დანამატი მხოლოდ საქალაქო სამსახურებზე გასცეს. მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე, ისეთ მოსამსახურეებზე, ნახევარზე მეტმა რომ არ იცის, სად და რატომ მუშაობენ. ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალურ სამსახურში გაცემული 85 ათასი ლარის ჯილდო. ეს სამსახური ხომ იმითაა ცნობილი, რომ მერიის თანამშრომლებს დანა-ჩანგლის ხმარებას ასწავლის, ახლა თურმე ჯილდოებსაც იღებენ. რატომ იღებენ ჯილდოებს რა თქმა უნდა არავინ არ იცის. ამ საკითხს როგორც საკრებულოს სხდომაზე, ასევე სარევიზიო კომისიის სხდომაზე დავაყენებ,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






