„შეთანხმება შედგა ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 21:07, 27 May, 2019     850
„გვიხარია და ყველას ვულოცავთ, რომ ეს კრიზისული სიტუაცია მშვიდობიანად არის დარეგულირებული. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს საერთო გამარჯვებაა და შეთანხმება შედგა პირველ რიგში ჭიათურლებსა და კომპანიას შორის - ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, მათი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებების შემდეგ.


ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" და გაფიცული მაღაროელები მოლაპარაკებების პროცესში გონივრულ კომპრომისზე წავიდნენ, რაც ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასრულდა. „მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება. რაც შეეხება დაზღვევას, კვებას, ჯანმრთელობის დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს - ეს კომპანიის ცალსახა ვალდებულებაა, ჩვენ ვიქნებით დამკვირვებლები და გარანტორები, რომ ისინი შესრულდეს. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, კარგია, რომ აქ ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, გაითვალისწინეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე დასაქმებულების მოთხოვნები და შედგა გონივრული კომპრომისი. ამ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მედიაცია გავწიეთ, რადგან სწორია, რომ კერძო ბიზნესმა და იქ დასაქმებულებმა გამონახონ საერთო ენა, მათ შორის სახელფასო თემაზე", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მხარეებს შორის შეთანხმების პროცესს ხელი შეუწყო, როგორც მედიატორმა. „ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ ყველა პირობა, რაზეც შეთანხმება შედგა, ნამდვილად შესრულდება, განსაკუთრებით პრინციპულები და შეუპოვრები ვიქნებით იმ პირობების შესრულების ნაწილში, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და კვებას - ამასთან დაკავშირებით დღეს ძალიან კონკრეტული გეგმები დაიდო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კომპანიის დროებითი მმართველი მთავრობის დანიშნულია და მას ძალიან მკაცრად მოსთხოვენ მიღწეული შეთანხმების შესრულებას.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, კომპანიას ჯანდაცვის ნაწილში მითითება მიეცა, რომ უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვა, გახსნას სამედიცინო პუნქტები. ასევე მიეცა კომპანიას მითითება კვების ნაწილშიც. რაც შეეხება გადაიარაღების თემას, ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული გეგმა გაიწერება ვადებში, რომლის შესრულებაც მთავრობის მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება. ასევე მაღაროელების მოთხოვნით გატარდა გარკვეული საკადრო ცვლილებები.

„გაფიცულთა მოთხოვნები სამართლიანი შრომის ელემენტარული პირობების დაცვის ნაწილში, კომპანიამ თავის მხრივ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი იმ მხრივ - სპეციალური, სოციალური საკითხებით დაკავებული მენეჯერი გამოიყოფა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება ჭიათურლების საჭიროებებს. აბსოლუტურად სამართლიანი იყო მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების დაცვის, ასევე ეკოლოგიურ ნაწილშიც, და გვიხარია, რომ შედგა შეთანხმება და კომპანია ქალაქსაც დაეხმარება ელემენტარული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა" და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები იყვნენ ჩართულნი. ხვალიდან მაღაროში სამუშაო პროცესი განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42