მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, მისი თქმით, დისციპლინური სამართალწარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციები შეჯერებულია, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა ის დეტალებიც, რაზეც მომდევნო შეხვედრაზე გამახვილდება ყურადღება. მისი თქმით, ასეთია სასამართლოს თავმჯდომარეების საკითხი.
„არის სასამართლოს თავმჯდომარეების მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სამი სხვადასხვა შემოთავაზებაა. დღეს არის ასახული პროექტში, რომ კონსულტაციები წინ უნდა უსწრებდეს თავმჯდომარეების განწესებას. არის შემოთავაზება, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები საკონკურსო წესით დაინიშნონ არის, ასევე, შემოთავაზება, რომ თავად მოსამართლეებმა აირჩიონ თავმჯდომარე. სამი სხვადასხვა ვარიანტია. გვექნება მსჯელობა სამივე ვარიანტთან დაკავშირებით, შემდეგ შეხვედრაზე ჩვენც გარკვეულ პოზიციას წარვადგენთ. უკვე იქ, იმედია, საბოლოოდ შევჯერდებით იმ გადაწყვეტაზე, რომელიც სასამართლოს ეფექტიან მუშაობას ყველაზე მეტად წაადგება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






