„დისციპლინური სამართალწარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებზე შევჯერდით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა გაიმართება“ - კობახიძე
პოლიტიკა - 20:39, 27 May, 2019     465

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დისციპლინური სამართალწარმოებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციები შეჯერებულია, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა გაიმართება.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოდევნო შეხვედრა, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საკითხთან დაკავშირებით არსებულ რამდენიმე მოსაზრებაზე იმსჯელებენ, უახლოეს მომავალში გაიმართება.

„სამი ძირითადი საკითხი განვიხილეთ: დისციპლინური სამართალწარმოების, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხები. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით უკვე გვაქვს შეჯერებული პოზიციები. რაც შეეხება დისციპლინურს, მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებული და საბოლოო პროექტი ამ შეჯერებული პოზიციების შესაბამისად დამუშავდება. იგივე ეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკითხებს - აქაც დაგვრჩა ერთი საკითხი, რომელიც სკოლას ეხება და რომელსაც დამატებითი მსჯელობა სჭირდება. ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს სრული შეთანხმება. იმ ერთ საკითხზე, მომდევნო შეხვედრაზე დამატებით ვიმსჯელებთ. არსებითად დასამუშავებელი დაგვრჩა მესამე საკითხი - ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხი. ძალიან ბევრი ცვლილებაა უკვე ასახული პროექტში, თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელზეც გვექნება მსჯელობა შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც შედგება, დაახლოებით, ალბათ, ერთ კვირაში, ათ დღეში და დარწმუნებული ვართ, იქ უკვე მესამე თემაზეც მოვახერხებთ სრული შეჯერებული პოზიციებით კანონპროექტის შემუშავებას",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42