„ფასადური რეფორმა“ და „კლანის საცეცები სასამართლოში“ - მართლმსაჯულების რეფორმის მე-4 ტალღაზე მსჯელობა დაპირისპირების ფონზე
პოლიტიკა - 19:44, 27 May, 2019     663

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შემაჯამებელ შეხვედრა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დისციპლინური სამართალწარმოების, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებზე მსჯელობდნენ.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე რეფორმას ფასადურს უწოდებს და აცხადებს, რომ შედეგად კლანი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ეს პროცესი არ სრული ფარსი, ეს ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური. სასამართლოს თავმჯდომარეები, რომლებიც არიან პირდაპირი კლანის საცეცები სასამართლოს სამართავად და იუსტიციის სკოლა, რომელსაც აკომპლექტებდა, აკომპლექტებს და შემდეგ იქიდან მოსამართლეებად ნიშნავს კლანი, კვლავაც რჩება კლანის პირდაპირი დაქვემდებარების ქვეშ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ზოგადი ვითარება, ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული შემადგენლობა თუ გადაწყვეტს, რომ რომელიმე მოსამართლე არ მისცეს პასუხისგებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვადის მანძილზე, პრაქტიკულად მოსამართლე ხდება სრულიად იმუნური,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მსჯელობა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა მოხერხდა.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად - შეეხება თუ არა ცვლილებები იმ საქმეებს, რომლებიც დამოუკიდებელი ინსპექტორს აქვს გადაცემული, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ყველა საქმე, რომელიც დამოუკიდებელ ინსპექტორთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევა, ახალი რეგულაციების შესაბამისად იქნება განხილული.

„ყველა საქმე, რომელიც დღემდე არის შესული და რომელიც სამომავლოდ შევა დამოუკიდებელ ინსპექტორთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იქნება განხილული ახალი რეგულაციების, ანუ, იმ კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენს მიერ იქნება მიღებული და ეს უზრუნველყოფს როგორც საფუძვლების, ასევე, პროცესის დახვეწას. ცვლილებები ორივე მიმართულებით განხორციელდება და შესაბამისად, ახალი საფუძვლებით და ახალი პროცესუალური ნორმებით მოხდება თითოეული საქმის განხილვა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანა დოლიძის კრიტიკასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხების განხილვას 5 დღე დაეთმო, თუმცა ანა დოლიძე შეხვედრებს არ ესწრებოდა.

„5 სრული დღე დავუთმეთ ჩვენ ამ საკითხების განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი 2-დღიანი გასვლითი შეხვედრა. აბსოლუტურად, ყველა მხარე იყო ჩართული ამ განხილვებში, გარდა ქალბატონი ანა დოლიძისა. 5 დღიდან, მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და იმ ერთი დღიდან, ნახევარი დღე იყო აუზზე. ეს არის რეალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მის განცხადებას სერიოზულად ვერ მოვეკიდები“ - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს რეკომენდაცია გათვალისწინებულია და კანონში შესაბამისი ჩანაწერი ჩნდება. მისივე თქმით, საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

"მკაფიოდ იწერება, თუ რა გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი საბჭოს სხდომების დახურვა. მთლიანად გავითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაცია. საჯაროობის ნაწილზე კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება სრული კონსესუსი. ანუ, რეკომენდაცია არის მთლიანად ასახული კანონპროექტში. იმავე ეხება გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას - რეკომენდაციები იყო, ასევე, პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და ისიც გავითვალისწინეთ. ასევე, მუდმივად მოხდება საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42