"ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს"... "არც პიროვნებად ვარგიხარ, პატარა კაცუნა" - დაპირისპირება პარლამენტში
პოლიტიკა - 18:05, 27 May, 2019     2149
პარლამენტში, კომიტეტის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
თავდაპირველად ერთმანეთს ანრი ოხანაშვილი და გიგა ბოკერია დაუპირიპსირდნენ:


„ქუჩურად ნუ ლაპარაკობთ ბატონო გიგა და "ბიჭო" მიმართეთ ვისთვისაც მიგიმართავთ, როგორ იქცევით მართლა,“ - მიმართა ოხანაშვილმა "ევროპული საქართველოს" წევრს.

სხდომაზე დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი არამოსამართლე წევრის უკან გაწვევას შეეხებოდა.

„ბატონო გიგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი აქ მოსვლა განპირობებული იყო ერთი მთავარი არგუმენტით, რომ სამართლებრივ საკითხებში იყავით ძალიან სუსტად და აქეთ მოგვთხოვეთ თურმე, ჩვენ უნდა გვეთქვა და აგვეხსნა თქვენთვის, არაჯეროვანი შესრულება რას ნიშნავს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხართ ამ თვალსაზრისით, რომ ვერ ენდობით კომიტეტში თქვენს იმ წევრებს, რომლებსაც საკითხი უნდა წარმოედგინათ და მოხვედით აქ იმისთვის, რომ თქვენი სუბიექტური ინტერესი გაგეტარებინათ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

შალვა შავგულიძემ კი ოხანაშვილს მისი ფუნქცია შეახსენა:

„გაქვთ დავალება და ვალდებულება, რომ ეს წინადადება არ უნდა მიიღოთ, გადაგყავთ თემა რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, არის თუ არა მავანი პოლიტიკური პატიმარი და ა.შ. ეს მიუთითებს ზუსტად იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს იმ კლანთან,“ – აღნიშნა შავგულიძემ.

ამაზე პასუხად კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიმართა კითხვით შავგულიძეს, რომ დაეკონკრეტებინა, რას ფიქრობს, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი.

„რატომ განერვიულდით. პასუხი გაგვეცით, არის თუ არა პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი. ქალბატონი ელენე თვლის, რომ პოლიტპატიმარია, ბატონი გიგა თვლის პოლიტპატიმარია, თქვენ როგორ თვლით,“ - აღნიშნა მათიკაშვილმა და დაამატა, რომ „არ არის პოლიტპატიმარი ბაჩო ახალაია, არც მურუსიძე არ არის.“

დაპირისპირება ოხანაშვილსა და ეკა ბესელიას შორსაც მოხდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიას კრიტიკასაც უპასუხა - „ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს, შემიძლია გაჩუქოთ ეს სკამი... გაჩუქებთ ამ სკამს, შეგიძლიათ წაიღოთ სახლში.“

"არც პიროვნებად ვარგიხართ, კაცუნა, პატარა კაცუნა"- თქვა ბესელიამ ოხანაშვილის მისამართით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42